რატომ გამოიყენა პოლიციამ მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალა - ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

11.04.23 13:18
რატომ გამოიყენა პოლიციამ მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალა - ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ხატია დეკანოძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცვხადა.

დეპუტატის თქმით,  ვახტანგ გომელაურთან კითხვები მარტის აქციებთან დაკავშირებით არსებობს. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ გამოიყენა პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა და რატომ არ დაისაჯნენ აქციის მონაწილეების ცემაში მხილებული სამართლდამცავები.

7-8 მარტს არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად შსს-ს მიერ და ჩვენ ყველამ ვნახეთ კადრები, დაშავდნენ ადამიანები, დააკავეს ძალიან ბევრი ადამიანი, ფიზიკური დაზიანებები ღენიშნებოდა, მათ შორის, პოლიტიკოსებს. აი, ზურაბ ჯაფარიის შემთხვევაში, ყველას კარგად გვახსოვს, რომ მას ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება ი ადგილას, სადაც იყო გაშლილად, ძალიან ბევრი ადამიანი იდგა, საერთოდ ჰქონდა არავითარი აზრი და იყო არაპროპორციული და შესაბამისად, ერთმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია,  არცერთი სამართლდამცავი უწყების მიერ გაკეთებული თითრეფლექსის განცხადება ჩვენ არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი ამა და ამ ადამიანზე ძალადობის გამო დაისაჯა. ჩვენ კადრებიც გვახსოვს, როდესაც დავარდნილ ადამიანს რამდენიმე სპეცრაზმელი ურტყამს და შესაბამისად, სწორედ იმიტომ, რომ ჩენ გვჭირდება პასუხი ყველა ამ კითხვაზე საქარტელოს პარლამენტის რეგლამენტის 149 მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილება, თქვენ იცით, განმარტავს იმას, რომ შს მინისტრი და ჩვენ ვიბარებთ ინტერპელაციის წესით შს მინისტრს, უნდა მოვიდეს საქართველოს პარლამენტში და უნდა გასცეს ძალიან მნიშვნელოვან, კონკრეტულ კითხვებს პასუხი, - განაცხადა დეკანოიძემ.