ამ კანონპროექტში ეშმაკი მოიტეხავს ფეხს, თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას? - ღუდუშაური ბეჟაშვილს
"თქვენი არც პრეზენტაცია და არც კითხვებზე პასუხი გვაინტერესებს" - ასე მიმართა "ოცნებამ" ლევან ბეჟაშვილს, რომელიც ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონს წარადგენს.
ოპოზიციის კანონპროეტის განხილვა დეოლიგაქრიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ალუდა ღუდუშაურის განცხადებას მოჰყვა.
ოცნების დეპუტატმა ოპოზიცინერი ქალი დეპუტატები ლევან ბეჟაშვილის "ფან კლუბის" წევრებად გამოაცხადა და კანონპროექტი გააკრიტიკა.
ღუდუშაურმა ბეჟაშვილს უთხრა, რომ კანონპროექტის იმდენად ჩახლართულია, რომ მასში ეშმაკიც კი მოიტეხავს ფეხს.
„სათაურს უწუნებთ ბატონო ლევან?! იცით რა, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ პროექტით მოოლოგარქო, ბოდიში საზოგადოებასთან, ტიპს ეფარებით. თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას, იმიტომ, რომ იმდენად ჩახლართული კანონპროექტი წარმოადგინეთ, სურვილი გაქვთ ხომ? არ არის გამორიცხული, ეხლა თქვენს გუნდში ბევრს უნდა ეგ. როგორც ჩანს ამ თქვენს მიერ წარმოდგენილ პროექტში ეშმაკი მოიტეხავს ფეხს. კითხვა გვაქვს და პასუხი უნდა გასცეთ თუ გინდათ ნუ გასცემთ, არც თქვენი პრეზენტაცია და არც თქვენი პასუხებისთვის აქ დროის დაკარგვის მეტი არაფერი არ არის, სიმართლე გითხრათ, თუ გინდათ ნუ გასცემთ. ეს თქვენი ფანკლუბი, რომ გააჩეროთ ლევან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს მიერ დაწერილი ეს არ არის“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.