"გარკვეული მისკომუნიკაცია მოხდა" - ბეჟაშვილი რიგგარეშე სხდომის ჩავარდნაზე
ფრაქცია ენმ-ს თავმდჯომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომის ჩავარდნის მიზეზი მისკომუნიკაცია გახდა. ოპოზიციის წევრის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მნიშველოვანია და ამასთან დაკავშირებით პოზიციას უახლოეს სესიაზე დააფიქსირებენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის გამართვასთან მიმართებაში მოხდა გარკვეული მისკომუნიკაცია როგორც პარტიის შიგნით ასევე ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რამაც, ბუნებრივია, უხერხულ მდგომარეობაშ ჩააგდო მთლიანად საპარლამენტო ოპოზიცია, მაგრამ აქ არსებითი არის ის, რომ ოპოზიციაში ყველა საპარლამენტო ჯგუფთან არის შეთანხმება, რომ გააზრება იმისა, საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანი საკითხია და უახლოესი სესიის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირების საშუალება გვექნება, - თქვა ბეჟაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა და ანი წითლიძემ ოპოზიციის გეგმები პარლამენტში თავდაყირა დააყენეს. რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა ანულირებულია. "ნაციონალური მოძრაობის" ორმა დეპუტატმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე საქართველო დატოვა, ამიტომ საგამოძიებო კომისიისთვის საჭირო 50 ხმა ვეღარ გროვდება.