"მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება" - სახალხო დამცველი
"მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება"- ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.
ლევან იოსელიანმა კომენტარი არ გააკეთა "პირველების" კითხვაზე, უნდა შეუჩერდეთ თუ არა სანქცირებულ მოსამართლეებს უფლება-მოსილება გამოძიების დასრულებამდე მაინც.
პირად პოზიციას ვერ გამოვხატავ, გამოვხატავ სახალხო დამცველის პოზიციას და ამ კითხვაზე ჩამი მანდატის ფარგლებში კომენტარის გაკეთება გამიჭირდება"- თქვა იოსელიანმა.
სახალხო დამცველი მოსამართლეთა სანქცირების თემაზე საუბრისას ამბობს, რომ მას საუბარი რეკომენდაციებზე შეუძლია:
"შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა. ეს დაკავშირებული იყო, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, იუსტიციის სკოლის გამიჯვნასთან, გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც, მათ შორის, პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.
ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება". – თქვა იოსელიანმა.