არ გამოვრიცხავ, ჯილდოებისთვის სააკაშვილის ოჯახმა ფული გადაიხადა - ეკა სეფაშვილი
"ხალხის ძალის" დეპუტატი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ეკა სეფაშვილი "არ გამორიცხავს", რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ჯილდოებში ფული გადაიხადა.
"ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება უკვე აღარ მიკვირს, რადგან ვიხილეთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დაჯილდოება. თუ მსგავსი ტიპის ჯილდოს მოველით, ჩემთვის ცოტა უცნაურია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რადგან მას მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს, რომ ეს ჯილდოებიც ნაყიდი იყოს, როგორც ნაყიდი იყო ის ფალსიფიცირებული კამპანია, რომელიც აგორდა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ფული გადაიხადა," - განაცხადა სეფაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს 25 მარტს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის დემოკრატიის პრიზი გადაეცა.