ივანიშვილი პირდაპირ იყო დაკავშირებული სასამართლო კლანის წევრებთან, მათ "ტროიკას" ეძახდა - იურისტი
ივანიშვილის კავშირები კლანთან - იურისტ კახა წიქარიშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ცერცვაძეს, ჩინჩალაძეს და მურუსიძეს ტროისკასაც" კი ეძახდა.
მისი თქმით, ოლიგარქს პირდაპირი კავშირები აქვს სასამართლო კლანის წევრებთან.
ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილი პირდაპირ იყო დაკავშირებული და შესაძლებელია, ახლაც ჰქონდეს კავშირი, მიხეილ ჩინჩალაძესთან. მას ჰქონდა პირდაპირი კავშირები კლანის სხვა წარმომადგენლებთან, ისიც კი ცნობილი არის, რომ ივანიშვილი "ტროიკას" ეძახდა ცერცვაძეს, ჩინჩალაძეს და მურუსიძეს. კლანის ზეგავლენის ერთერთი ბერკეტი ეს არის ფინანსური ბერკეტები და "ოცნებაც" სწორედ ფინანსებით არის დაინტერესებული და შესაბამისად, ის, რომ სასამართლოში არსებული ჯგუფი და "ოცნებაში" არსებული ჯგუფი ერთმანეთს უკავშირდება, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი". - ამბობს კახა წიქარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ფლანგვის დეტექტორმა" ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლის ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან კავშირში ამხილა.
კვლევებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სამაართლოს მოსამართლის პაატა სილაგაძის ძმა ოლიგარქის კომპნიებში დირექტორის თანამდებობებს იკავებდა. საეჭვოა, მოსართლის და მისი ოჯახის ქონების წარმომავლობაც.