ივანიშვილს დაასანქცირებენ, იქნება მაიდანი - კოკა მორგოშიას მიმართვა
პრორუსი რადიკალი კოკა მორგოშია მიმართვას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს მალე დაასანქცირებენ.
მორგოშია ხელისუფლების ნარატივს აგრძელებს და მეორე ფრომნტის გახსნას პროგნოზირებს.
ძალიან ბევრ წერილს ვიღებ მოსახლეობისგან, რიტორიკული კითხვით: “რა გვეშველება და რა იქნება?!”
ამიტომ, მინდა თუ არა, მიწევს სიმართლის საჯაროდ თქმა!!! რამდენიმე თვის წინანდელი სიტუაცია, მკვეთრად გაუარესდა!!!
არ არის საიდუმლო, რომ ძალიან დიდ ინფორმაციაზე მაქვს წვდომა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახლა რა ანალიტიკაც ჩანს, სამწუხაროდ კარგი არაფერი დატრიალდება!!!
1)პირველ გაფრთხილებას წარმოადგენს დასანქცირებული მოსამართლეები.
2)მე-2 ეტაპზე, სანქციებში მოყვებიან საშუალო რანგის ჩინოვნიკებს და “ქართული ოცნების” იდეოლოგები!!!
3)მე-3 ეტაპზე, სანქციებში მოყვებიან მაღალი რანგის ჩინოვნიკები და პარლამენტარები.
4)მე-4 ეტაპზე, დაასანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს.
5)შემოდგომას, 100%-იანი ალბათობით, უარს გვეტყვიან კანდიდატის სტატუსზე.
6)დაიწყებენ განხილვებს, ევროპაში ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციის სტატუსის შეჩერებაზე.
7)ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გადაიზრდება, შემოდგომის "მაიდანში" და მასშტაბი იქნება გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე იყო 7-8-9 მარტს!!! ცხადია ამ ყველაფრისთვის, უკვე მზადებაა გაჩაღებული და გარდა დაზომბებული ახალგაზრდებისა, ამ პროცესებში უკვე ჩაერთვებიან ყოფილი სამხედროები, ყოფილი ძალოვნები და უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომლებიც დაგეგმავენ რამდენიმე საკრალური მსხვერპლის სპეც ოპერაციას.
8)თუ მათ სიტუაცია გადატეხეს, რისი ძალიან დიდი შანსიც არსებობს, ეს ავტომატურად ნიშნავს ვითომ პრო-დასავლური ძალების გამარჯვებას და რეალობაში კი ხელისუფლებაში, ნაცისტების დაბრუნებას, უბრალოდ სხვა სახეებით!!! გაერთიანდებიან ყველანი, ნაცები, ევრო-ნაცები, ლელო, გირჩი, გახარია და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ რყევების შედეგად “ქართულ ოცნებას”, ძალიან დიდი ნაწილი განუდგება, მმართველი ძალა დაიწყებს ჩამოშლას!!! გაჩნდება აზოვის სტილის დანაყოფები და მივიღებთ რეალობას, სადაც მე-2 ფრონტი და ომი სამწუხაროდ გარდაუვალი იქნება!!! ომი კი ნიშნავს კიდევ ახალ დაკარგულ ტერიტორიებს, საბოლოოდ დაქუცმაცებულ საქართველოს! და ყველა პერსპექტივის გაქრობას, რაც კი უკავშირდება ქვეყნის დეოკუპაციასა და გამთლიანებას.
9)სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” ამ ყველაფრის გაანალიზებას, მაინც ურჩევნია, იმით დაიწყნაროს თავი, რომ ხაბეიშვილის აქციაზე 3000 კაცი იყო და ამით რა დაგვაკლდებაო, - წერს მორგოშია სოციალურ ქსელში.