"არ გვჭირდება ასეთი კანონი" - ოპოზიციის ინიცირებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა
დეოლიგაქრიზაციის კანონი ჩავარდა, თუმცა მხოლოდ ოპოზიციის ინიცირებული. "ნაცმოძრაობის" ინიცირებულ კანონს, "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და მთელი განხილვის განმავლობაში მმართველი გუნდი ცდილობდა, ბეჟაშვილისთვის დაემტკიცებინა, რომ ეს კანონპროექტი გაუგებარია და რომ წარმოდგენილი დოკუმენტით შეუძლებელია რეალური ოლიგარქის განსაზღვრა.
ასევე დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი იყო "ოცნების" მეჯისბოქსიც. მმართველ გუნდს ეჭვები ჰქონდა, რომ ვიღაცის დავალებით შეიქმნა ეს კანონპროექტი და გამოთქვამდა ვარაუდს, ხომ ენმ-ს ვიღაცამ მიუთითა რომ აღნიშნული მსგავსი კანონპროექტი პარლამენტში წარედგინა.
„ლევან მოდი, რომ მორჩები, აი ამ რეზოლუციებს მიხედე, ვინც გითხრა, რომ ეს უნდა გამოიტანო, ბოდიში რა"- უთხრა ღუდუშაურმა ბეჟაშვილს.
მიხეილ სარჯველაძემ კი სხდომაზე პირდაპირ დააფიქსირა, რომ ასეთი კანონპროექტი მმართველ გუნდს არ სჭირდება და მას ეპატაჟისთვის შექმნილი უწოდა. სარჯველაძემ ბეჟაშვილს ისიც უთხრა, რომ კანონპროექტი მისი კვალიფიკაციის სადარი არ არის.
არ გვჭირდება ასეთი კანონი, კანონი ამისთვის ხომ არ მიიღება. მეჩვენება, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ეპატაჟისთვის გაკეთებული ვიდრე, რაღაცა ახალი იდეის შემოთავაზებისთვის. გეუბნებით, რომ ცოტა აბსურდულ ლოგიკაში შევდივართ და ალოგიკურად გამოიყურება. ეს თავსმოხვეული დეოლიგარქიზაცია დემოკრატიის გადატრიალებად არ ვაქციოთ რა. ეს კანონპროექტი მაინცდამაინც თქვენი, როგორც იურისტის კვალიფიკაციის სადარი და შესაბამისი არ არის". - ამბობს სარჯველაძე.
ბეჟაშვილმა კი მიხეილ სარჯველაძეს უთხრა, რომ არც "ოცნების" კანონპროექტია იდეალური და ერთობლივი განხილვებით კანონპროექტის შექმნისკენ მოუწოდა.
იდეალური დოკუმენტები არ არსებობს. არც თქვენია იდეალური კანონპროექტი და შეიძლება არც ჩენია, მაგრამ იქნებ ერთობლივი განხილვებით მიგვეღწია ამ მიზნისათვის, რომ შეგვექმნა ნორმალური რეგულირება, რომელიც ასეთ კითხვის ნიშნებს არ დატოვებდა.
ენმ-ს კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მიჩნეული იქნება ის ადამიანი, რომელსაც პირდაპირი თუ ირიბი გავლენა აქვს პოლიტიკაზე.