ღუდუშაური: სააკაშვილს აშარჟებენ და მასხრად იგდებენ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები

11.04.23 15:51
ღუდუშაური: სააკაშვილს აშარჟებენ და მასხრად იგდებენ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ ჯილდოების გადაცემით, მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციები და ქვეყნები "აშარჟებენ". 

"მე მგონია, რომ არც მეტი არც ნაკლები სააკაშვილს აშარჟებენ თვითონ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ საცინად და მასხრად იგდებენ ამ ადამიანს ან წარმოუდგენელია, მათ არ ესმოდეთ ის ამბავი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე ჯილდოს გადაცემა უბრალოდ ამორალურია, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ."- განაცხადა დეპუტატმა. 

12 აპრილს  სააკაშვილს ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

25 მარტს კი ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის დემოკრატიის პრიზი გადაეცა.