თავიდანვე იგრძნობოდა ივანიშვილის გავლენები, დაკვეთა ზემოდან იყო წამოსული - ივერი მელაშვილი
ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი ივერი მელაშვილი ამბობს, რომ თავიდანვე იგრძნობოდა ბიძინა ივანშვილის გავლენები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და იმთავითვე გასაგები იყო, რომ მოსამართლე პაატა სილაგაძის გადაწყვეტილება ზემოდან იყო ნაბრძანები.
„გამოძიება დასრულებული იყო. ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ ჩვენი საპატიმროში ყოფნის საჭიროება აღარ არსებობდა, თუმცა მაინც არ გამოგვიშვეს მაშინ. თავიდანვე იგრძნობოდა ბიძინა ივანიშვილის გავლენები. მან განაცხადა სხვათაშორის და ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ მან სთხოვა ივანიშვილს რაღაც რუკების მოძიება. იმთავითვე გასაგები იყო რომ ეს იყო ზემოდან წამოსული დაკვეთა“ - ივერი მელაშვილი.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლის ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან კავშირშია მხილებული. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
კვლევებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პაატა სილაგაძის ძმა ოლიგარქის კომპანიებში დირექტორის თანამდებობებს იკავებდა. საეჭვოა, მოსართლის და მისი ოჯახის ქონების წარმომავლობაც.
ირკვევა ისიც, რომ სასამართლო კლანის წევრის პაატა სილაგაძის ძმის პარტნიორებს "ქართული ოცნებისთვის" 280,000 ლარზე მეტი აქვთ შეწირული.