"განაწილებული გაქვთ, კაცები კობახიძეს იცავენ და ქალები წილოსანს? ყოჩაღ, დაგიფასდებათ" - ხმაური საკრებულოში

11.04.23 17:17
"განაწილებული გაქვთ, კაცები კობახიძეს იცავენ და ქალები წილოსანს? ყოჩაღ, დაგიფასდებათ" - ხმაური საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში - ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის განცხადებამ ნინო წილოსანთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ქალი დეპუტატები წყობიდან გამოიყვანა.

ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ასევე "ოცნებას" უთხრეს, რომ შერჩევითი სამართალი აქვთ გაბატონებული და მმართველი გუნდი სავარაუდო მოძალადის, შალვა რამიშვილს დაცვაში დაადანაშაულეს.

„ქალბატონი ნინო წილოსანი, სამწუხაროა რომ "ქართულ ოცნებას" გენდერულ საბჭოში ისეთ ქალები ხელმძღვანელობენ საერთოდ რომ არ გააკეთონ ამ ქალებმა განცხადებები უკეთესი იქნება იმიტომ, რომ აუარესებენ მათ არსებულ სტატუსკვოს. ეს განაწილებული გაქვთ კაცები კობახიძეს იცავენ და ქალები წილოსანს, ყოჩაღ დაგიფასდებათ. რომელ კანონის უზენაესობაზე კანონებზე და სამართლის უზენაესობაზე საუბრობთ, სადაც შერჩევითი სამართალი გაქვთ გაბატონებული და ეს კანონი პარტიული ფარით, რომ ეფარება სავარაუდო მოძალადეს შალვა რამიშვილს იმიტომ, რომ თქვენი პროპაგანდისტია ჯერ ერთი "ქართული ოცნების" მერე მეორე ცენტრალური პროპაგანდისტია მედია საშუალებით". - განაცხადა ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.