"კარგი სახე-ხატი გყავთ შალვა რამიშვილი, ამით შეხვალთ ისტორიაში" - დაპირისპირება საკრებულოში

11.04.23 17:09
"კარგი სახე-ხატი გყავთ შალვა რამიშვილი, ამით შეხვალთ ისტორიაში" - დაპირისპირება საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში - რიგგარშე სხდომა ორ საათზე მეტია დეპუტატების ჩხუბის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად ქალთა უფლებები განიხილებოდა, პროპაგანდისტული მედიის და კონკრეტულად შალვა რამიშვილის ხსენებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, "ოცნების" დეპუტატი ლადო ბოჟაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

„რა დონემდე დახვედით, როგორ დევალდირდით კარგად ჩანს პოსტ ტვ-ზე და იმედზე. ღმერთმა შეგარგოთ... თქვენი დღეები არის დათვლილი. კარგი სახე-ხატი გყავთ შალვა რამიშვილი, აი ამით შეხვალთ ისტორიაში“ - თქვა ცოტნე კობერიძემ.