კორუფციის პირდაპირი შედეგი - თაზო დათუნაშვილი რიკოთზე არსებულ უმძიმეს ვითარებას აფასებს
"რაც ამ გზაზე ხდება, ამის გამო ცივილიზებულ ქვეყანაში თანამდებობდის პირები ისჯებიან, იმიტომ რომ ეს არის კორუფციის პირდაპირი შედეგია"- ასე აფასებს "ლელოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი რიკოთის უღელტეხილზე არსებულ უმძიმეს ვითარებას.
პოლიტიკოსის შეფასებით, გზის ასე ზერელედ გახსნა-დაკეტვა შეუძლებელია.
როდესაც არის კორუფცია, როდესაც კორუფციული გარიგეგბებით ხდება კვლევების ჩატარება, გზების აგება, სამშენებლო პროექტების განვითარება ასე მთავრდება ყველაფერი. 2 საათს წინ, ღია იყო, ჩვენი ბევრი თანამოქალაქე წავიდა დასავლეთში ან წამოვიდა დასავლეთში გახსნილ გზაზე. ახლა ისევ დაკეტილია, ისევ გაურკვეველი ვადით. იმიტომ, რომ ეს ისეთი პროცესია და იმხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე, როგორც სპეციალისტები ამბობენ, გზის ასე ზერელედ გახსნა-დაკეტვის პრინციპით ამასთან მიდგომა უბრალოდ არ შეიძლება“ - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.