კიდევ ერთი ნაბიჯი და მცდელობა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს - ბეჟაშვილი სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე
ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი და მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადარჩეს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი სარჩელს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დღეს გაგზავნეს.
დეპუტატის ინფორმაციით, სარჩელს თან ერთვის კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნა.
ამ სარჩელის მომზადება უკავშირდებოდა დამოუკიდებელი კონსილიუმის შესაბამის დასკვნას და მისი სხვა მტკიცებულებებში ასახვას და სხვა პროცედურულ საკითხებს.
ვიმედოვნებთ, სტრასბურგის სასამართლო ამ საკითხს განიხილავს სამართლებრივ ჭრილში, ჰუმანიტარულ ჭრილში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. წინასწარ მოლოდინის შექმნა, რა შინაარსის იქნება ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, შეუძლებელია,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.