"კალაძის მემკვიდრეობის სამარცხვინო ფურცელი" - ბუაძემ, თბილისის მერის დანაპირები დეპუტატებს ტელეფონზე ჩაურთო

11.04.23 17:51
"კალაძის მემკვიდრეობის სამარცხვინო ფურცელი" - ბუაძემ, თბილისის მერის დანაპირები დეპუტატებს ტელეფონზე ჩაურთო

ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე პროცესებს, კალაძის მემკვიდრეობის სამარცხვინო ფურცელი უწოდა საბა ბუაძემ.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თბილისის მერის დანაპირები ტელეფონზე ჩართო და დეპუტატებს მოასმენინა.

ბუაძემ ასევე განაცხადა, რომ კუჭავას მიერ აშენებულ კორპუსებში, უძრავ ქონებას  თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ოჯახის წევრები ფლობენ. 

როდესაც მოხდება კახა კალაძის, როგორც მერის მემკვიდრეობის შეფასება, ვფიქრობ, ტვერელის ეკლესიასთან რაც ხდება, იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი აი ამ მემკვიდრეობაში.

მიხეილ კუჭავას მიერ აშენებულ კორპუსებში, უძრავ ქონებას ფლობენ თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ოჯახის წევრები. ეს არის ფაქტები". - განაცხადა საბა ბუაძემ

ცნობისთის, ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ მშენებლობა მიმდინარეობს. 

ოპოზიცია და აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს

კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ არანირი კორპუსების მშენებლობაზე საუბარი არ არის, ეს არის 3 სართულიანი სახლები. მისი თქმით, ყველა პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.