დაველოდოთ სტრასბურგს - პაპუაშვილი სააკაშვილის საქმეზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გაგზავნას ეხმიანება. მმართველი პარტიის წევრის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკული რომ ყოფილიყო, დაცვის მხარე სარცელის შეტანას არ გააჭიანურებდა.
თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო და გვახსოვს, რა პანიკა იყო ატეხილი, რომ თითქოს თითოეული საათის და დღე დღეზე გადაწყვეტილების საკითხი იყო. ერთ თვეზე მეტი დასჭირდა მის ადვოკატებს იმისთვის, რომ მიემართათ სტრასბურგის სასამართლოსთვის. კარგია, რომ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას“ - შალვა პაპუაშვილი