თქვა, რომ სააკაშვილი დღეს არის კარგად, ეს უბრალოდ ბოროტებაა - თაზო დათუნაშვილი
„თქვა, რომ სააკაშვილი დღეს არის კარგად, ეს არის უბრალოდ ბოროტება მეტი არაფერი, ეს კაცი კარგად არ არის"- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან უნდა იყოს გაყვანილი:
ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთის მხრივ მისი ჯანმრთელობის გამო უნდა იქნას გადაყვანილი ამ ქვეყნიდან იმიტომ , რომ მისი მკურნალობა აქ უბრალოდ ვერ ხერხდება. ამაზე კიდევ ბევრი ლაპარაკი აღარ ღირს და მეორე პოლიტიკური პროცესისთვის ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის კრიზისის თავის დახურვა არის აუცილებელი იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი არსად არ მივა, მათ შორის 12 პუნქტის შესრულება და მათ შორის დეპოლარიზაცია და ა.შ. ეს არსად არ მივა თუ არ დაიხურება, ეს ძალიან რთული და კრიზისული ვითარება, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს წლების მანძილზე“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.