გადამწყვეტი დღეების ათვლა დაიწყო - მიხეილ სააკაშვილის საჩივარი ევროსასამართლოშია
მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოში იჩივლა. სტრასბურგში ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთი სარჩელია შესული ორი მოთხოვნით. ერთი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების დაუყოვნებლივ აღსრულებას უკავშირდება, მეორე ნაწილით კი გასაჩივრებულია პრეზიდენტის წინააღმდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ პატიმარი პრეზიდენტის სარჩელი დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს. ოცნებამ კი რამდენიმე დღეც ვერ მოითმინა. მმართველი პარტია სააკაშვილის სარჩელს წინასწარ კრახს უწინასწარმეტყველებს. "ოცნების" ლიდერები დღეს შეთქმულების თეორიებს მიყვნენ და ბოლოს დაასკვნეს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება.
სააკაშვილმა ევროსასამართლოში იჩივლა - ვრცლად ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში