ხაბეიშვილმა კოლეგებს დაბოღმილები უწოდა - ჩაშლილი საგანგებო სხდომა დეპუტატებს შორის დიდი დაპირისპირების მიზეზი ხდება
ოპოზიციის საპარლამენტო კრახი დეპუტატებს შორის დიდი დაპირისპირების მიზეზი ხდება - ხაბეიშვილმა პოლონეთიდან კოლეგებს "დაბოღმილები" ეძახა. თბილისიდან კი უპასუხეს, რომ თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, ის "ოცნების" ყველაზე ოდიოზურ ფიგურას, დიმიტრი სამხარაძეს დაემსგავსოს. ხაბეიშვილი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც ოპოზიციის წევრებმა ის საჯაროდ გააკრიტიკეს და თქვეს, რომ პოლონეთში მისი ვიზიტის გამო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გადაიდო.
ფაქტია, რომ ოპოზიციამ შანსი დაკარგა და ახლა ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ, არადა სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას 11 აპრილს ითხოვდნენ, ხელმომწერებს შორის კი ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძეც იყვნენ. 10 აპრილს კი ოპოზიციამ მოულოდნელად გაიგო, რომ ნაციონალური მოძრაობის ორივე დეპუტატი ქვეყნიდან გაემგზავრა და ქვორუმი ვერ შედგებოდა. ამის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის ბედი პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული გახდა.
ჩაშლილი საგანგებო სხდომა - ვრცლად ნახეთ რუსო დუმბაძის რეპორტაჟში