გაჭირვებული ქალაქის მდიდარი მერი 10 მილიონს ნაგვის ურნებში იხდის - ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს

11.04.23 20:36
გაჭირვებული ქალაქის მდიდარი მერი 10 მილიონს ნაგვის ურნებში იხდის - ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს

გაჭირვებული ქალაქის მდიდარი მერი 10 მილიონს ნაგვის ურნებში იხდის - ე.წ ჭკვიანი ნაგვის ურნების შემდეგ კალაძე კიდევ უფრო შორს წავიდა და უფრო ძვირადღირებულ  200 ურნას ყიდულობს. მხოლოდ  ერთის ღირებულება  50 ათასი ლარია. ახლა ჩნდება კითხვა - რატომ გადააყოლა  დედაქალაქის მერმა თბილისის ბიუჯეტი ნაგვის ურნებს, როცა ამავე ქალაქში ათი ათასობით სოციალურად დაუცველი  უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვის?!

 მიდის თუ არა კვალი ისევ შესაძლო კორუფციამდე? ოპოზიცია, რომელმაც სატენდერო დოკუმენტები შეისწავლა,  ამბობს, რომ პირობები მხოლოდ ერთ კომპანიაზეა მორგებული.  სავარაუდოდ ბიუჯეტიდან მილიონებს "ჯითი გრუპი" მიიღებს, რომელიც ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი და კალაძის ფავორიტი კომპანიაა. კალაძის  ნაგვის ურნები დღეს საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი გახდა.

10 მილიონი ნაგვის ურნებში - ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის სიუჟეტი