სტრასბურგში შესული სარჩელები - როგორ ცდილობს ღარიბაშვილი ხალხის მოტყუებას?

11.04.23 20:24
სტრასბურგში შესული სარჩელები - როგორ ცდილობს ღარიბაშვილი ხალხის მოტყუებას?


როგორ ცდილობს ღარიბაშვილი ხალხის მოტყუებას?  კლანს გადაფარებული პრემიერის თაღლითობას ჯერ საზოგადოების პროტესტი, შემდეგ კი ადმინისტრაციის ფეისბუქ გვერდზე ასეულობით ადამიანის დაცინვა მოჰყვა. არადა სულ სხვა ჩანაფიქრი  ჰქონდა მთავრობის მეთაურს. ღარიბაშვილმა 2023 წლის სამი თვის მონაცემები 13 წლის სტატისტიკას შეადარა,  იმის სათქმელად, რომ ოცნების დროინდელი სასამართლო კარგია და საქართველოდან ევროსასამართლოში ძალიან ცოტა სარჩელი იგზავნება

პრემიერი ტყუილში მალე ამხილეს. ირკვევა, რომ წლების წინ  სარჩელები ევროპის სასამართლოში საქართველოდან მართლაც ბევრი გაიგზავნა, ოღონდ აქედან ყველაზე ბევრი რუსეთის მოქალაქეების იყო.   ოკუპანტების  3 ათასამდე  სარჩელი საქართველოს  წინააღმდეგ სტრასბურგში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შევიდა.   დღეს კი პუტინის რეჟიმი ღარიბაშვილისთვის   მაშველი რგოლი აღმოჩნდა, რომ პრემიერს დასანქცირებული კლანი  გაემართლებინა.