"ოცნებამ" ენმ-ს "ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ" შექმნილი კანონპროექტი ჩააგდო

11.04.23 20:40
"ოცნებამ" ენმ-ს "ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ" შექმნილი კანონპროექტი ჩააგდო

"ოცნებისთვის" არც ერთი კანონი არ არის მისაღები, რომლის უკანაც ივანიშვილის აჩრდილს ხედავენ.  "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ჩავარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა იმ პროექტს, რომელიც ოლიგარქის არაფორმალური მმართველობის შესუსტებას ისახავდა მიზნად. "ოცნების" დეპუტატები დღეს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მკაცრად გააკრიტიკებდა ოპოზიციის ინიციატივას. 

შესაბამისად დღის წესრიგში მხოლოდ ოცნების მიერ ინიცირებული პროექტია დარჩენილი, რომელსაც  მმართველმა გუნდმა პირობითად უწოდა დეოლიგარგიზაციის შესახებ კანონი. რეალურად კი  ეს პროექტი ოპოზიციის დევნის ახალი ბერკეტია ხელისუფლების ხელში. კანონში ჩადებული ნაღმების შესახებ  ღიად  წერია  ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშიც, რომლის შესრულებაც პირდაპირ აისახება ქვეყნისთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

ვრცლად ნახეთ ხატია  სამხარაძის სიუჟეტი