ნებისმიერი გადახვევა ევროპული კურსიდან იქნება აღქმული როგორც საბოტაჟი და კონსტიტუციის დარღვევა - სამოქალაქო სექტორის მანიფესტი
სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების აქტიურ მონიტორინგზე გადადის. 140-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. "ნებისმიერი გადახვევა ევროპული კურსიდან იქნება აღქმული როგორც საბოტაჟი და კონსტიტუციის დარღვევა" - ამბობენ მიმართვის ავტორები. 12 რეკომენდაციის შესრულება არის ქვეყნისთვის მიცემული შანსი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მესამე სექტორი მმართველ გუნდს აფრთხილებს, რომ ახლა რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელი სწორედ "ქართული ოცნებაა".