რიკოთზე ვითარება საგანგაშოა - ადგილზე მეწყრული პროცესები გრძელდება

12.04.23 11:09
რიკოთზე ვითარება საგანგაშოა - ადგილზე მეწყრული პროცესები გრძელდება

რიკოთზე ვითარება საგანგაშოა -  ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი ამ დრომდე  ჩაკეტილია. ადგილზე ქვათაცვენის პროცესი  გრძელდება, ამიტომ სავატომობილო გზის ბედი ისევ  გაურკვეველია. 

მთელი ღამის განმავლობააში ტერიტორიაზე სპეცტექნიკა მუშაობდა, თუმცა პროცესის  შეჩერება ჯერჯერობით  ვერ ხერხდება. გაურკვევლია ისიც, მოხდება თუ არა აღდგომის დღესასწულეზე მაგისტრალის გახსნა. 

ერთადერთი გზა, რომლითაც ამ დროისათის დასავლეთ საქართველოში მოხვედრაა შესაძლებელი, გომი- საჩხერის მოანკვეთია. ამის მიუხედავად, აღნიშნულ გზაზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, ამიტომ რიკოთის მისადგომებთან გაუვალი საცობია.

უკვე მეხუთეა დღეა მძღოლები სურამთან დგანან და დახმარებას ითხოვენ.

ვდგავართ აქ, წყალი არ გვაქვს, ტუალეტი არ გვაქვს, მაღაზია არაა, არაფერი არაა აქ... პატრონი არაა... ამ დღეში ვართ მშიერ-მწყურვალი ხალხი, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.