ჩააგდეს თუ არა განზრახ საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესი ხაბეიშვილმა და წითლიძემ? - "გირჩი" ეჭვობს, რომ ენმ "ოცნებას" გაურიგდა

12.04.23 11:30
ჩააგდეს თუ არა განზრახ საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესი ხაბეიშვილმა და წითლიძემ? - "გირჩი" ეჭვობს, რომ ენმ "ოცნებას" გაურიგდა

ჩააგდო თუ არა განზრახ "ნაციონალურმა მოძრაობამ"  პარალამენტში  მოსმართლეების  შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციტივა? - "გირჩის" დეპუტატები ეჭვობენ, რომ ენმ-ს  მოსმართლეების კორუფციული საქმიანობის ფაქტების გამოძიება არ აწყობს, რადგან კითხვებმა კლანის მიმართ  შესაძლოა, წინა ხელისფლების დანაშაულის კვალზეც გავიდეს.

ამასთან, იაგო ხვიჩიას არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლება და ენმ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მისი თქმით, შესაძლოა, საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესის ჩაგდების სანაცვლოდ,  "ოცნება" ენმ-ს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას დაპირდა. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ "ნაცმოძრაობას" უფლება აქვს ნებისმიერ რამეზე, მორალური უფლება საკუთარ ამომრჩეველთან, ჩემი აზრით, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს "ქართულ ოცნებას". კობახიძე, მემგონი, ღიად დაემუქრა ამის შესახებ, რომ თუ ამ კომისიას შევქმნითო "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი იმით დავიწყებთო. ზოგადად, ეს სასამართლო ისეთია, რომ საბოლოო ჯამში, როცა ამ სასამართლოზე დისკუსიების და მისი მორალური გასამართლების დრო მოვა, მას ქართველი ხალხი ერთობლიობაში განიხილავს, ეს სასამართლო ნაცების დროს ეს სასამართლო ქოცების დროს. ჩემი აზრით, თუ ამას ოდნავ კრიტიკულად შეხედავთ, თუ როგორ ხდება პირობითად ნაცმოძრაობის დასუსტება და როგორ ხდება, ვთქვათ ის, რომ მას არ გააჩნდეს არანაირი იდეა, აკეთებდეს აქციებს, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება, როდესაც საგამოძიებო კომისიაა შესაქმნელი იქ რაღაცა მიზეზებით ამაში არ მონაწილეობდეს, როდესაც, მაგალითად, ჯარის რეფორმა ე.წ. „ფეიქ“ რეფორმა მიდის და იცი, რომ საბოლოო ჯამში, ახალგაზრდებს ამით დააშანტაჟებენ და "ქართულ ოცნებაზე" ეცდებიან ხმა მიაცემინონ, შენ ამაში არ მონაწილეობ ეს არ გეხება. შეუძლებელია ეს შემთხვევითი იყოს, - ამბობს იაგო ხვიჩია.

ლევან ხაბეიშვილმა და ანი წითლიძემ ოპოზიციის გეგმები პარლამენტში თავდაყირა დააყენეს.  რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა ანულირებულია. "ნაციონალური მოძრაობის" ორმა  დეპუტატმა  წინასწარი გაფრთხილების გარეშე  საქართველო დატოვა, ამიტომ საგამოძიებო კომისიისთვის საჭირო 50 ხმა ვეღარ გროვდება.