მუქარა და შანტაჟი "ლელოს" დეპუტატის მიმართ - პარტიის ლიდერები საგარეჯოს მერთან შეხვედრას დილიდან უშედეგოდ ითხოვენ

12.04.23 11:40
მუქარა და შანტაჟი "ლელოს" დეპუტატის მიმართ - პარტიის ლიდერები საგარეჯოს მერთან შეხვედრას დილიდან უშედეგოდ ითხოვენ

მუქარა და შანტაჟი საკრებულოს დეპუტატის მიმართ - პარტია "ლელოს" წევრის თქმით, მას "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიის დირექტორი აშანტაჟებს. თამარ ყორღანაშვილი ამტკიცებს, რომ კომპანია "მეტალ პლიუსის" დირექტორი, რომელმაც საგარეჯოში სკვერის მშენებლობის ტენდერი მოიგო და ვალდებულბა არ შეასრულა, ემქურება. მუქარის ზარი "ლელოს" წევრმა გიორგი მუზაშვილისგან მას შემდეგ მიიღო, რაც დეპუტატმა კომპანია, საკრებულოს სხდომაზე გააკრიტიკა. პარტია "ლელო" ფაქტზე რეგირებას ითხოვს. ლიდერები უკვე საგარეჯოში მერიასთან იმყოფებიან და მერთან შეხვედრას ითხოვენ.

საკრებულოს დაცვის თანამშრომელები "ლელოს" წევრებს, თავად საკრებულოს წევრ თამარ ყორღანაშვილსსაც კი არ აძლევს შენობაში შესვლის საშუალებას..

ლიდერები ამბობენ, რომ სანამ ისინი მერს ან მის მოადგილეს არ შეხვდებიან და მომხდარზე სამართელბრივ რეაგირებას არ მოსთხოვენ, შენობას არ დატოვებენ. 

„სკვერის მშენებლობა შარშან დაიწყო, უნდა დასრულებულიყო ოქტომბრის თვეში, თუმცა ხედავთ რა სიტუაცია არის, დაუსრულებელია. კომპანია "მეტალ პლიუსი" ასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს, რომელიც დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ჯდება და ხედავთ. ალბათ. აქ ნახევარი მილიონი ლარის არაფერი არ არის და რაღაც საეჭვოდ მიმდინარეობს პროექტის ცვლილება. იქით ნაპირ-სამაგრი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო და ასევე ეტლით მოსარგებლეთათვის პანდუსი უნდა გაკეთებულიყო. არ კეთდება და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აღარც აპირებენ ამის გაკეთებას. აქ იყო ატრაქციონები და ტრენაჟორები, რომელსაც ჰქონდა თავისი საბუთი პასპორტი და იქ იყო აღნიშნული მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი, რაზეც ჩვენ აღშფოთება გამოვთქვი და ამის შემდეგ მიკავშირდება თვითონ კომპანიის დამფუძნებელი თუ დირექტორი, ვინმე მუზაშვილი გიორგი და უკვე გადადის მუქარაზე, პირად შეურაცხყოფაზე და მეუბნება ძალიან ისეთი ქუჩური გარჩევებით და ძველბიჭური საუბრით, რომ პასპორტი დააბრუნე გოგო, თორემ ნახავ რაც მოგივა“. - ამბობს თამარ ყორღანაშვილი "პირველებთან.