თუ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ჩააგდებენ, ამ დეპუტატებს მძიმე კითხვებზე მოუწევთ პასუხების გაცემა - სამნიძე

12.04.23 11:43
თუ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ჩააგდებენ, ამ დეპუტატებს მძიმე კითხვებზე მოუწევთ პასუხების გაცემა - სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი რომელიმე დეპუტატის გამო საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება, აღნიშნულ დეპუტატებს პასუხების გაცემა მძიმე კითხვებზე მოუწევთ. ხათუნა სამნიძის თქმით, ხმები დათვლილია და მთლიანად საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხებულია, რომ მომავალ კვირას საკითხს კენჭი უნდა უყარონ. 

მე არ ვფიქრობ, რომ ახლა უნდა ვილაპარაკოთ, ვის რა განზრახვა აქვს. მე ვიცი, რაც არის ფაქტი, რომ მთელი ოპოზიცია საპარლამენტო შეთანხმებული ვართ, 52 დეპუტატი, რომ უნდა შექიმანს საგამოძიებო კომისია. არსებობს ეჭვები, მაგრამ ეს ყველაფერი გაქარწყლდება, როდესაც მომავალ კვირას მორიგ სხდომაზე კენჭს ვუყრით და შეიქმნება საგამოძიებო კომისია. თუ საგამოძიებო კომისია სასამართლო პროცესების შემსწავლელი, ვერ შეიქმნება რომელიმე დეპუტატის გამო, იმიტომ, რომ ზუსტად გვაქვს ხმები დათვლილი, ამ დეპუტატებს მოუწევთ ძალიან მძიმე შეკითხვებზე პასუხიების გაცემა, - ამბობს სამნიძე. 

ლევან ხაბეიშვილმა და ანი წითლიძემ ოპოზიციის გეგმები პარლამენტში თავდაყირა დააყენეს.  რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა ანულირებულია. "ნაციონალური მოძრაობის" ორმა  დეპუტატმა  წინასწარი გაფრთხილების გარეშე  საქართველო დატოვა, ამიტომ საგამოძიებო კომისიისთვის საჭირო 50 ხმა ვეღარ გროვდება.