"დაიწყება ჩაწყობა და კორუფცია" - "ოცნება" ჯარში გაწვევის ვალდებულებისგან საჯარო მოხელეებს ათავისუფლებს
„ქართულმა ოცნებამ“ საჯარო მოხლეების მოსყიდვა დაიწყო. ხელისუფლება სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულებისგან საჯარო მოხელეებს ათავისუფლებს. ცვლილელები თავადცვის კოდექსში შევიდა. ამ ინიციატივის მიხედვით ძალოვანი უწყების თანამშორმლები პრივილეგირებულ მდგომარეოებაში იქნებიან. მათ არც მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ. სამხდროები და უსაფრთხოების ექსპერტები ცვლილებებში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ და კორუფციის რისკებზეც საუბრობენ.
"როგორც კი ჯარში დაიწყება შერჩევის პრინციპით არჩევა, ამის შვილი უნდა წავიდეს, ამის შვილი არ უნდა წავიდეს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი დამატებითი კორუფციის წყარო იქმნება. დაიწყება ჩაწყობა, გადავადება. ეს ფული წავა ჩინოვნიკის ჯიბეში". - ამბობს დევი ჭანკოტაძე.
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ თუ ვინმე ჯარში უნდა წავიდეს, ეს პირველ რიგში, ძალოვანი და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები უნდა იყვნენ.
სისტემა ავრცელებს მესიჯს, რომ თუ ჩემთან ხარ და მიმზიდევლი რომ იყოს ჩემი შენთან ყოფნა, ჯარში არ წაგიყვან. არადა, თუ რამე ლოგიკა გააჩნია ზოგადად სავალდებულო სამსახურში წასვლას, სწორედ ძალოვანი და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები უნდა იყოს ის ხალხი, რომლებმაც ეს სავალდებულო სამსახური უნდა გამოიარონ". - ამბობს იაგო ხვიჩია.