უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოვლინდა - 39 პირი პასუხისგებაში მიეცა, დაკავებულია 18

12.04.23 12:11
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოვლინდა - 39 პირი პასუხისგებაში მიეცა, დაკავებულია 18

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოვლინდა - 39 პირი პასუხისგებაში მიეცა, მათგან 18 დააკავეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 36 180 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 177 000 ლარს აღემატება.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით“, -აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.