მივმართავთ ხელისუფლებას, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დანიშნონ დამატებითი სამგზავრო მატარებლები - "სტრატეგია აღმაშენებელი"
სტრატეგია აღმაშენებელი მთავრობას დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დამატებითი სამგზავრო მატარებლების დაუყოვნებლივი დანიშვნისკენ მოუწოდებს
“თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უხარისხო შესრულებული სამუშაოების გამო შეფერხებულია მოძრაობა, რაც იწვევს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას.
შესაბამისად, აღდგომის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაზრდილია რკინიგზით მგზავრთა გადაადგილების მოთხოვნა.
მივმართავთ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურებს:
1. დანიშნონ დამატებითი სამგზავრო მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით;
2. დროულად უზრუნველყონ თბილისი-სენაკი- ლესელიძის რიკოთის მონაკვეთის გახსნა;
3. მოხდეს მგზავრთა ავტომობილებითა და რკინიგზით გადაადგილების, სავარაუდო მარშრუტებისა და განრიგის შესახებ ინფორმაციის მოქალაქეებისთვის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება” - სტრატეგია აღმაშენებელი