კეზერაშვილი უნდა გადმოეცეს საქართველოს და აქ მოიხადოს სასჯელი - პაპუაშვილი BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე
BBC-ის სკანდალური გამოძიება - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს უნდა გადმოეცეს და დავით კეზერაშვილმა სწორედ აქ უნდა მოიხადოს სასჯელი.
კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოსულია სისხლის სამართლის განაჩენი. 5 წელი აქვს მას შეფარდებული ჯარისკაცების ფულის მოპარვისთვის. დღეს ასევე "ბიბისის" მედია გამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მხილებული.
ჯარისკაცების მოპარული ფულით და ზოგადად მოპარული ფულით, დღეს კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ მედიას, პოლიტაკას და არასამათავრობო ორგანიზიაციებს.
ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, რომ ადამიანს, რომელსაც მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, სასჯელი მოიხადოს საქართველოში. ისევე როგორც სხვა დამნაშავეებმა წინა რეჟიმის, რომელიც სხვა ქვენებს აფარებენ თავს, მათ შორის არის ზურაბ ადეიშვილი.
სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში. იმედი მაქვს, რომ კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს იმისთვის, რომ აქ მოიხადოს სასჯელი ". - ამბობს პაპუაშვილი.
დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.
სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.
"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.