უცხო ქვეყის განცხადებების საფუძველზე ატეხილი ისტერია არასერიოზულია - პაპუაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს

12.04.23 13:16
უცხო ქვეყის  განცხადებების საფუძველზე ატეხილი ისტერია არასერიოზულია - პაპუაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს

უცხო ქვეყის  განცხადებების საფუძველზე ატეხილი ისტერია არასერიოზულია, - ასე აფასებს პარლამენტის თავმდჯომარე ოპოზიციის სურვილს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ამასთან, შალვა პაპუაშვილი მზად არის, ოპოზიციის თხოვნის შემთხვევაში, კომისიის შექმნის საკითხი მომავალ კვირას კენჭისყრაზე გაიტანოს. მისი თქმით,  ეს ინიციატივა ოპოზიციას თვეების წინ ჰქონდა, თუმცა მისი დამტკიცება ისევ ოპოზიცის გამო ვერ ხერხდება.

საგამოძიებო კომისიასთან დაკავისრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ შარშან ივნისში ჰქონდა ინიციატივა წამოყენებული სასამართლოსთან დაკავშირებით. შემდეგ დეკემბერში რეფორმების ჯგუფმა დააინიცირა საგამოძიებო ჯგუფი და დღემდე არ გამოუტანიათ კენჭისყრაზე. ისტერია, რაც ჰქონდათ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით, თითქოს წუთი არ ჰქონდათ დასაკარგი, იყო ატეხილი იმიტომ, რომ ნახეს განცხადებები საელჩოსი თუ სახელმწიფო დეპარტამენტის და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობენ სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების განცხადებების საფუძველზე. ის პარტიები, რომლებიც დღის წესრიგს და კენჭისყრებს ნიშნავენ უცხო ქვეყის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებების საფუძველზე, სწორედ ეს არის არასერიოზული ქცევა, თორემ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩათვალა, რომ მათი წასვლა პოლონეთში იყო უფრო მნიშვნელოვანი. ძალიანაც კარგი, მათ პარტიული დღის წესრიგი თავად უნდა განსაზღვრონ და არა ისე, რომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებზე დაყრდნობით, - ამბობს პაპუაშვილი.