კეზერაშვილი თვითონ აპირებს განცხადების გავრცელებას - ენმ, BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე

12.04.23 13:08
კეზერაშვილი თვითონ აპირებს განცხადების გავრცელებას - ენმ, BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე

 BBC-ის სკანდალური გამოძიება - ენმ-ს ლიდერები ამბობენ, რომ დავით კეზერაშვილი აპირებს, რომ ხმაურიან ამბავზე განცხადება თავად გააკეთოს.

გიორგი ბოტკოველის თქმით, ერთადერთი, ვისაც ახლა ამ თემის აწევა აწყობს, საქართველოს ხელისუფლებაა.

„ერთადერთი ახლა ვისაც აწყობს, ამ თემის აწევა და ამ თემაზე საუბარი, ეს არის ხელისუფლება. დავით კეზერაშვილი თვითონ აპირებს, რომ გაავრცელოს განცხადება და იქ გამოჩნდება ყველაფერი და იქიდან შეგიძლიათ უკვე დასკვნები გამოიტანოთ. ოლიგარქი ამ ქვეყანაში ვიცით ვინც არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ამას ადასტურებს არამხოლოდ ჩვენი გაცხადებები, არაერთი ჩვენი პარტნიორი ევროპარლამენტარების განცახედებები და რეზოლუციები, სადაც შავით თეთრზე წერია პირდაპირ, რომ ქვეყანას თუ ვინმე უშლის ხელს და ქვეყნის განვითარებას, ეს არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“. - ამბობს ბოტკოველი.

დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას  "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.

სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.

"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას  კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.