BBC-ის გამოძიებაში რატი ჭელიძეც ფიგურირებს - რას ამბობს "პირველებთან" სკანდალური რეპორტაჟის ფიგურანტის მამა

12.04.23 13:18
BBC-ის გამოძიებაში რატი ჭელიძეც ფიგურირებს - რას ამბობს "პირველებთან" სკანდალური რეპორტაჟის ფიგურანტის მამა

BBC-ის სკანდალურ გამოძიების ავტორები ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ დავით კეზერაშვილის სახელსა და გვარზე არ გასულან. ამ საქმეში მათ რამდენიმე პირის იდენტიფიცირება მაოხდინეს, რომელთა შორის არის რატი ჭელიძე, რომელიც სხვადასხვა კომპანიის მეშვეობით უკავშირდება თავდაცვის ყოფილ მინისტრს.

"პირველების" ინფორმაციით, ჭელიძე, ამ დროისთვის ამერიკაში იმყოფება.

რატი ჭელიძის მამა "პირველებთან" ამბობს, რომ მის შვილს ქოლ-ცენტრების საქმესთან კავშირი არ აქვს. თუმცა, ირკვევა რომ მას რამდენიმე კომპანია აქვს საქართველოში, ერთ-ერთს კი პავლე კუბლაშვილთან ერთად ფლობს.

კუბლაშვილთან შვილის ახლობლობას რამინ ჭელიძეც ადასტურებს.

„არავითარი ბიზნესი არ აქვს. ამერიკაშია წასული, რა გინდათ კაცო. დიდი ხანია ძალიან, მე თვითონ არ მინახავს რამდენიმე წელიწადია. იურისტია კაცო და მუშაობს. დავით კეზერაშვილთან რა კავშირები აქვს, არ ვიცი ბატონო. პავლე კუბლაშვილი თანაკურსელია". - ამბობს რამინ ჭელიძე. 

დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას  "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.

სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.

"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას  კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.