"ყველამ თავის პარტიას მიხედოს" - ბოტკოველი "გირჩის" ბრალდებებზე
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციებს კიდევ ერთხელ მაშინ გაივლიან, როდესაც ყველა ერთად შეიკრიბება.
ამასთან, ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი "გირჩის" ბრალდებებს პასუხობს და ურჩევს, საკუთარ პარტიას მიხედონ. საუბარია იაგო ხვიჩიას განცხადებაზე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, "ოცნება" და ენმ საგამოძიებო კომისიის ჩავარდნის საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთში გარიგებულები იყვნენ.
წინასწარ დღის დასახელება ნამდვილად არ შემიძლია. როდესაც ყველა იქნება და საკმარისი ხმებიც იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ შევიკრიბები, კონსულტაციებს გავმართავთდა ამის შემდეგ ვიმოქმედებთ. ყველამ თავის პარტიას მიხედოს, თავის საქმიანობას და თავის ურთიერთობას „ქართულ ოცნებასთან“ და დანარჩენს „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ გააკრვევს რა როგორ აკეთოს, - ამბობს ბოტკოველი.