მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენს მოსაზრებას წარვადგენთ - ომბუდსმენი

12.04.23 13:38
მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენს მოსაზრებას წარვადგენთ - ომბუდსმენი

საპარლამენტო ჟურნალისტეისთვის აკრდიტაციის შეზღუდვა - ომბუდსმენი ამბობს, რომ  პროცესში სასამართლო მეგობრის ფორმატში ჩაერთვება და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. 

საუბარი გვქონდა მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით იცით, რომ გასაჩივრებულია ეს საკითხი სასამართლოში და სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის ფორმატით ჩაერთვება ამ საქმეში. ჩვენ მოგვმართეს მედიაორგანიზაციებმა და ჩვენ ჩვენს მოსაზრებას წარვადგენთ სასამართლოში. გვქონდა საუბარი იმის პროპორციულობის მართებულებაზე, შეზღუდვის იმ ნაწილის, რომლის გამო რამდენიმე ჟურნალისტს აეკრძალა პარლამენტში შემოსვლა და ჩვენ ჩვენს მოსაზრებას ამ პროპორციულობასთან დაკავშირებით სასამართლოში წარვადგენთ,  - ამბობს ლევან იოსელიანმა. 

კრიტიკული მედიის სამ ჟურნალისტს შალვა პაპუაშვილმა  საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერა. ფაქტი ჟურნალისტებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.