მუქარა და შანტაჟი "ლელოს" დეპუტატის მიმართ - რას პირობა მიიღეს საგარეჯოს მერის მოადგილისგან პარტიის ლიდერებმა

12.04.23 13:51
მუქარა და შანტაჟი "ლელოს" დეპუტატის მიმართ - რას პირობა მიიღეს საგარეჯოს მერის მოადგილისგან პარტიის ლიდერებმა

პარტია "ლელოს" ლიდერებს, რომელიც საგარეჯოში თანაგუნდელის დასაცავად ჩავიდნენ, მერის მოადგილე შეხვდა.

მაღალჩინოსანი, პარტიის წევრებს დაჰპირდა, რომ კომპანია "მეტალ +"-ის დირექტორს შეუჩერებს სხვა პროექტებს, რომელსაც ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აწარმოებს. 

საუბარია სხვადასხვა მოგებულ ტენდერებზე, გარდა სკვერისა.

მერის მოადგილე "ლელოს" ლიდერებს კომპანიის დისკვალიფიკაციას დაჰპირდა. თქვა, რომ შავ სიაში შეიყვანს მუზაშვილის კომპანიას და მასთან აღარ ითანამშრომლებს.

„შეხედეთ მასშტაბს ამ სკვერისა, ერთი ციცქნაამ ერთი წლის წინ უნდა ჩაბარებულიყო და ამაში ნახევარი მილიონი ლარია გადამხდელების ფული დახარჯული. სამწუხაროდმ არც მერის მოადგილეს, არც საკრებულოს მოადგილის თავმჯდომარესმ არავის არ აქვს პასუხი კონკრეტული, თუ რატომ დაუშვეს, რომ ერთი წლით გადასცდა, მაგალითად, ეს პროექტი. მისგან მივიღეთ დაპირება, რომ სხვა პროექტებზე კონტრაქტებს შეუჩერებს, მაგრამ ეს კონტრაქტები მაშინ უნდა შეეჩერებინა თაკო ყორღანაშვილმა პირველად რომ თქვა საკრებულოში 3 თვე გადაცდომაზე, რომ ეს პროექტი არ დასრულდებოდა, მაგრამ ამას არ აკეთებენ. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. იმედი გვაქს, რომ ახლა მაინც შავ სიაში შეიტანენ ამ კომპანიას, რომელსაც ჯამში 12 მილიონის პროექტები აბარია საქართველოში.“- ამბობს თაზო დათუნაშვილი.

"ლელოს" წევრებმა საგარეჯო იმ იმედით დატოვეს, რომ საქმე აღიძვრება იმ მუქარასა და შანტაჟზე, რაც მათი თანაგუდნელის თამარ ყორღანაშვილის მიმართ განხორციელდა კომპანიის მხრიდან. 

თამარ ყორღანაშვილი ამტკიცებს, რომ კომპანია "მეტალ პლიუსის" დირექტორი, რომელმაც საგარეჯოში სკვერის მშენებლობის ტენდერი მოიგო და ვალდებულბა არ შეასრულა, ემქურება. მუქარის ზარი "ლელოს" წევრმა გიორგი მუზაშვილისგან მას შემდეგ მიიღო, რაც დეპუტატმა კომპანია, საკრებულოს სხდომაზე გააკრიტიკა.