დეოლიგარქიზაციის კანონი - პაპუაშილის მტკიცებით, ივანიშვილს ხელისუფლებაზე გავლენა არ აქვს
შალვა პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და დეოლიგარქიზაციის კანონი მას ვერ შეეხება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ოცნების" მიერ მომზადებული კანონი კონკრეტულ პირებზე მორგებული არ არის და ამის ინტერპრეტაცია საჭირო არ არის.
ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, ხო, რა უნდა დააზღვიოს ადამიანები ვერ გამოირიცხება, ხო? კიდევ ერთხელ, კანონს არა აქვს მიდგომა სპეციფიკურად ვინმეს მიმართ, რაც შეეხება სახელების დასახელება, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსიის და დებატის ნაწილი არის, ჩვენი ოპონენტები რაღაც სახელებს ასახელებენ, ჩვენი წარმომადგენლები სხვა სახელებს, ჩვენ პოლიტიკურ ოპონირებას და დებატებს ჩვენ ნუ გადავთარგმნით. მას არანაირი გავლენა ხელისუფლებაზე არა აქვს. მას (ივანიშვილს) არანაირი გავლენა ხელისუფლებაზე არ აქვს, - ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებშიპარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მსჯელობენ. სახელისუფლებო გუნდის კანონპროექტის გარდა, სხდომაზე ალტერნატიულ კაონპროექტს "ნაციონალური მოძრაობაც" წარადგენს.