ენმ-ს კანონპროექტი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ ქვეყანაში აღარასდროს მოვიდნენ ოლიგარქები - ბეჟაშვილი
ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი ამ წუთებში პალამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს. ოპოზიციის წევრი განმარტებით, ენმ-ს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას პირდაპირ ითვალისწინებს.
ბეჟაშვილის თქმით, მნიშნელოვანია მსგავს საკითხებს არა პარლამენტი, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო იხილავდეს.
„ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული ოლიგარქიული მმართველობის კანონპროექტი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ ამ ქვეყანაში აღარასოდეს აღარ მოვიდნენ ოლიგარქები, აღარ მოხდეს ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინტიტუტების მიტაცება და ერთი ოლიგარქის ინტერესებში ჩაყენება. შემოთავაზებული გვაქვს ოლიგარქიული მმართველობის პრინციპები, მექანიზმები, რომლებმაც უნდა გამორიცხოს ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის შექმნა და ან ერთპარტიული გადაწყვეტილების შესაძლებლობა და შექმნას შეკავების და ბალანსის კონსტიტუციური მექანიზმები და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილებები კი არ მიიღოს პარლამენტმა, მთავრობამ ან პოლიტიკურმა ორგანოებმა, არამედ ეს იყოს სამართლაწარმოების ქოლგის ქვეშ მოქცეული და საკონსტიტუციო სასამართლო იხილავდეს ასეთ საკითხებს, - ამბოლბს ბეჟაშვილი.