აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია - ელისაშვილი კეზერაშვილზე

12.04.23 14:15
აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია - ელისაშვილი კეზერაშვილზე

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი BBC -ის სკანდალურ გამოძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ კეზერაშვილმა, რომელმაც აქ ჯარი გაძარცვა და უცხოეთში პენსიონერები, ნახევარი ოპოზიცია უძვრება.

აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია. დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. ოცნება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მარა ნაცები არ უნდა მოვუშვათ". - წერს ელისაშვილი.

დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას  "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.

სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.

"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას  კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.