კლანი სუსტდება - 10 მოსამართლე აშშ-ში USAID-ის პროგრამით ჩავიდა

12.04.23 15:10
კლანი სუსტდება - 10 მოსამართლე აშშ-ში USAID-ის პროგრამით ჩავიდა

დასანქცირებული კლანი  სუსტდება. მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ ორგანიზებული ანტიამერიკული კამპანიის მიუხედავად, მოსამართლეები შტატებში  გამგაზვრებაზე უარს მაინც  არ ამბობენ.

სასამართლო კლანი ამერიკას  ნომერ პირველ  მტრად აცხადებს, დღეს კი შტატებში 10 ქართველი მოსამართლის საქმიანი ვიზიტი დარსულდა. ყველა, ვინც ტრენინგში  მონაწილობდა, ამბობს, რომ ეს ვიზიტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ვიყავით 10 მოსამართლე სასწავლო ვიზიტით, იყო  იუენსაიდის დაფინანსებული პროგრამა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის გავიარეთ კონკურსი, სადღაც ალბათ ოქტომბერში ან ნოემბერში იყო შერჩევა. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ვიყავით, ეს იყო სასწავლო ვიზიტი. საკითხი ეხებოდა გამოხატვის თავისუფლებას და ამ ფარგლებშ გვქონდა შეხვედრები შესაბამის უწყებებთან და ე.ი. სასამართლოებში გვქინდა შეხვედრები. რამდენიმეწლიანი პროექტია, ჩვენ არ ვიყავით პირველი ჯგუფი და ჩვენს მერეც ალბათ რამდენიმე ჯგუფი წავა, - ამბობს თამარ ლაკერბაია. 

კიდევ ერთი მოსამართლე ანი გოგიშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ლანძღვა მიუღებელია. 

ეს არის უზარმაზარი გამოცდილება. ძალიან დადებითი მომენტი ჩვენთვის, ჩვენი გამოცდილეისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ვაფასებთ, მარტო ამერიკაში არა, სხვა დასხვა ქვეყნებშ ვიზიტებით ვართ ხოლმე, ამიტომ ძალიან კარგია ჩვენთვის ეს გამოცდილება.  არ არის მისაღები (აშშ-ს ლანძღვა), - აბობს ანი გოგიშვილი.  

სამართლო კლანი კი გაურკვევლობაშია, ამიტომ  საკუთარი თავის დაცვის კამპანია სოციალურ ქსელში დააორგანიზეს. მათ  მოქმედი  მოსამართლეების ნაწილს ფეიბუქტზე ანტიამერიკული სტატუსები დააწერინეს.

მესამე სექტორი ამბობს, რომ ახლა კლანი ერთიანობის განცდის შექმნას ცდილობს.

რა თქმა უნდა, ახლა იქნება შიგნით მხარდაჭერისკენ მოწოდება და ხედავთ, ხომ, რომ ნელ-ნელა ჩივიან ეს მხარდამჭერები. ველოდები იმ ახალბედა ადამიანებისგან, რომლებსაც შეიძლება აკლდეთ პროფესიული გამოცდილებაც. მოსალოდნელია, რომ იყოს ყველა მეთოდი გამოყენებული, როგორც დაშინების, ისე დაყვავები მეთოდი, იმიტომ, რომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წარმოგვიჩნდნენ, რომ ეს არის ერთიანი სისტემა და ანუ ყველა მოსამართლე არის ზუსტად ისეთი, როგორიც ის 4 ადმაიანი. ეს არის მთავარი, რომ წარმოაჩინონ, - ამბობს სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე.