"ჭელიძეს ქოლცენტრებთან შემხებლობა არ აქვს" - რას ამბობს პავლე კუბლაშვილი BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე

12.04.23 15:17
"ჭელიძეს ქოლცენტრებთან შემხებლობა არ აქვს" - რას ამბობს პავლე კუბლაშვილი BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე

ვინ არიან "BBC"-ის სკანდალური  გამოძიების ფიგურანტები - საჯარო რეესტრის მონაცემებით,  ერთ-ერთი რატი ჭელიძეა. ის საქართველოში ორ კომპანიას ფლობს, მათ შორის ერთ-ერთის  პარტნიორი პავლე კუბლაშვილია.

პარლამენტის ყოფილი წევრი ქოლ ცენტრებთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. კუბლაშვილის თქმით, რაიმე უკანონო საქმიანობასთან კავშირი რატი ჭელიძეს არ აქვს.

მისი თქმით, ჭელიძეს, როგორც იურისტის საქმიანობის ნაწილი არის ბატონ კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიებიც. 

რატი არის ჩემი მეგობარი. ჩვენ კურსელები ვართ. ჩვენ ვართ პარტნიორები ჩემს კომპანიაში, რომელიც ეწევა იურიდიულ მომსახურებას. კი ვიცი, რომ ის საზღვარგარეთ არის ამჟამად და მათ შორის მისი, როგორც იურისტის საქმიანობის ნაწილი არის ბატონ კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიებიც, მაგრამ ერთი რამ მინდა სრულად დარწმუნებით ვთქვა და ამაშ თქვენც მალე დარწმუნდებით და ალბათ სტატიის ავტორებიც, რომ რატი ჭელიძეს არანაირი შემხებლობა არანაირ ქოლცენტების თემასთან  და არა მხოლოდ ამასთან, რაიმე უკანონო საქმიანობასთან შემხებლობა საერთოდ არ აქვს.

თუ რაიმე ფორმით, ეს რასაც თქვენ მეკითხებით, დაკავშრბეულია ქოლცენტრებთან, და რმწუნებული ვარ, რომ რატი ჭელიძე ამასთან არანაირ კავშირში არ არის. უფრო ცივლისტია ანუ სამოქალაქო საქმეებზე, ხელშეკრულებებზე მუშაობს, ამიტომ მას, როგორც იურისტს, რაღაც შემხებლობა ექნება აუცილებლად, - ამბობს კუბლაშვილი.

"პირველებმა" გაარკვია, რომ ჭელიძე საქართველოში მხოლოდ ერთ კომპანიას არ ფლობს და მას ბელიაშვილის 145 ნომერს მიკროსაფინანსო კომპანია აქვს. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია 100 ათასი ლარის ოდენობის იპოთეკუ სესხებს გასცემს. 

"პირველები" აღნიშნულ მისამართზე მივიდა, თუმცა ორგანიზაცია ადგილზე არ დახვდა.

"BBC"-ის სკანდალური გამოძების საქმეს სხვა ფიგურნატებიც ჰყავს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქე და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული პირია.