მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი! ველოდები რეაგირებას - ზარქუა
BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ხმაურიანი გამოძიების შემდეგ "ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს მიმართავს და ამერიკის ელჩს დავით კეზერაშვილის დასანცირებას სთხოვს.
ზარქუა უფრო შორს წავიდა და თაღლითურ სქემაში არც ევროპარლამენტარებს შესაძლო თანამონაწილეობას არ გამორიცხავს.
დარწმუნებული ვარ „ბიბისის" ეს ძიება გაგრძელდება, ოფიციალურ სახეს მიიღებს. მჯერა, ბრიტანული გამოძიების და ახლა მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი მთავარი პარტნიორის, ჩვენი, თქვენი - ამერიკელების პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი თურმე აქ, საქართველოში მედიებს აფინანსებს თურმე, როგორც თვითონ თქვა, პოლიტიკურ პარტიებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ დემოკრატიას მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანაში?! ამიტომ მე ველოდები თქვენგან რეაგირებას, ობიექტურ რეაგირებას.
ახლა მაინტერესებს, რეზოლუცია რომ მიიღეს, 560 კაცს რომ მოაწერინეს ხელი, ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, ის ვინც თქვენ ქართველებს გამოგვიცხადეთ მედია დევნილი არისო, თურმე თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს და ეს თქვენმა პარტნიორებმა, ბრიტანელებმა დაადასტურეს. ახლა მაინტერესებს შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! გეკითხებით ბატონო კუბიულიუს, ფოტიგა, ქალბატონო ანა, გამოდით და თქვით, აბა, რომ კეზერაშვილი არის თურმე მედია დევნილი და პოლიტდევნილი სააკაშვილთან ერთად. ხედავთ რა სამარცხვინოები გახდით?! "- განაცხადა ზარქუამ.
დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.
სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.
"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.