წარმოუდგენელია, ამდენი პენსიონერის გაძარცვა და მილიონების მიტაცება, „ოცნების“ უკონტროლოდ ხდებაოდეს - დავით ჭიჭინაძე

12.04.23 14:42
წარმოუდგენელია, ამდენი პენსიონერის გაძარცვა და მილიონების მიტაცება, „ოცნების“ უკონტროლოდ ხდებაოდეს - დავით ჭიჭინაძე

"ტრიბუნას" ლიდერი  BBC-ის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას და ხელისუფლების წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. 

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, წარმოუდგენელია, რომ მილიონების მიტაცება, „ოცნების“ უკონტროლოდ ხდება. 

ამასთან, ოპოზიციონერის შეფასებით, ხელისუფლება ხალხის გაძარცვისა და თაღლითობის ყველა სქემაშია ჩართული.

 "ოპოზიცია და ხელისუფლება, მედლის ორი მხარეა, თაღლითური ჯგუფი, ვისაც მიტაცებული, უზურპირებული აქვს ძალაუფლება და ერთად ძარცვავენ ქვეყანას" - აცხადებს პოლიტიკოსი.

რაც „ოცნების“  ჩინოვნიკების  ინტერესშია,  ისე აქვთ  გადაკეტილი   ყველაფერი, ბუზიც კი ვერ შემოფრინდება ამ ქვეყანაში, ლამის  თითო ღერ სიგარეტს დასდევენ.

ხალხის ძარცვის, გატყავების, თაღლითობის ყველა სქემაში არიან ჩართული და მერე ამ ყველაფერს ეკონომიკურ ზრდად გვიცხადებენ.

და ახლა ის ამბავი, თითქოს  ეს  ქოლცენტრები, ასეთი მასიური ზარები, ამდენი პენსიონერის გაძარცვა და მილიონების მიტაცება,  „ოცნების“ უკონტროლოდ ხდება, ეს   წარმოუდგენელია.

ისევე როგოორც ის, რომ გადატრიალებაც  „ნაციონალებში“  სწორედ „ოცნების“ ხელით მოხდა.
მოკლედ, ოპოზიცია  და ხელისუფლება,  მედლის ორი მხარეა , თაღლითური ჯგუფი,  ვისაც მიტაცებული, უზურპირებული  აქვს ძალაუფლება და ერთად ძარცვავენ ქვეყანას.

და არც ერთმანეთის ჩანაცლებას აპირებენ, ისეთ  მომგებიან პოიციებში არიან"- აცხადებს დავით  ჭიჭინაძე