ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას - იოსელიანი კეზერაშვილის საქმეზე
გაუწევს თუ არა სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობა დავით კეზერაშვილის საქმეს, რომელზე "ბიბისიმ" სკანდალური სტატია გამოაქვეყნა.
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ შესაძლოა საქმეს მონიტორინგი გაუკეთონ საპროცესო დარღვევების მიმართულებით, თუმცა ომბუდსმენის აპარატი არავის ადვოკატობას, დასჯას თუ გამართლებას ვერ მოითხოვს.
მისი თქმით, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რამდენად იქნება ეს სახალხო დამცველის მანდატში.
"ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავაკეთოთ სასამართლოზე საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას. ეს არ არის ჩვენი საქმე. თუ მომართვა იქნება და დავინახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია არის ამაში, მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენი მანდატის ფარგლებში, ვერ ჩავერთვებით," - განაცხადა იოსელიანმა.
დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.
სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.
"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.