კეზერაშვილის მოპარული ფულით დაფინანსებული მედია, ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის აზრს აყალიბებს - ღუდუშაური
"ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი ამ მოპარული ფულით, რაზეც ბრიტანული გამოცემის რეპორტაჟშია საუბარი საქრთველოში მედიას და ჟურნალისტებს აფინანსებს და ეს მედია ცდილობს საზოგადოებაში ჩამოაყალიბოს აზრი, რომ ხელისუფლება რევოლუციური გზით უნდა შეიცვალოს.
„კეზერაშვილი არამარტო დაინტერესებული არის, რომ მართოს პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში და დააფინანსოს რადიკალი ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში, მათ შორის რევოლუციური გზით ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ის აფინანსებს უკვე, როგორც BBC-ის სიუჟეტიდან ვხედავთ, სე ვთქვათ პენსიონერების თუ სხვადასხვა ადამიანებისგან წაღებული ფულს, როგორც BBC-ის სიუჟეტში გამოყენებულია სიტყვა ნახმარი მოპარული ფული, ასეთი ფორმულირება არის. ასეთი ფულით დაფინანსებული მედია და მათი ეს ჟურნალისტები ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ჩამოაყალიბონ ის აზრი, რომ დიახ ხელისუფლება თურმე მათ შორის რევოლუციური გზით უნდა შეიცვალოს“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.
სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.
"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.