ყალბი ფულის დამზადება - დატოვებს თუ არა მოსამართლე პატიმრობაში 4 ბრალდებულს
ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე დაკავებული ოთხივე ბრალდებული სასმართლოშია. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ პროკურატურა პატიმრობის გამოყენებს ითხოვს.
სამი მათგანი დუმილს უფლებას იყენებს. ერთი კი ამბობს, რომ მას დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობა არ მიუღია.
დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დაკავებულების მიმართ პატიმრობა არ იქნას გამოყენებული.
„ბრალდების პოზიციიდან გამომდინარე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო მომწოდებელი ყალბი ვალუტის. ყალბი ვალუტის დამზადების წყარო ჯერჯერობით უცნობია, სად მზადდებოდა ეს კუპიურები გამოძიებისთვის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. ეს არის ბანგლადეშელი მოქალაქე, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან, ვის მეშვეობითაც მოხდა ვიდეო აუდიო მასალის მოპოვება, თუმცა ამ მასალაშიც კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იმხილება.“- ამბობს ადვოკატი.
დატოვებს თუ არა სასამართლო ბრალდებულებს პატიმრობაში, მოსამართლე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოაცხადებს.
საქმის მასალების მიხედვით დანაშაულებრივი დაჯგუფება ყალბ დოლარებს სხვა ქვეყნაში ამზადებდა, საქართველოში კი ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ასაღებდა. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.