სერიოზული მედიის სერიოზული ბრალდებები - ბოკერია კეზერაშვილზე

12.04.23 16:21
სერიოზული მედიის სერიოზული ბრალდებები - ბოკერია კეზერაშვილზე

სერიოზული მედიის მხრიდან გაკეთებულ სერიოზულ ბრალდებებს უწოდებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია BBC-ზე გამოქვეყნებულ სკანდალურ საგამოძიებო რეპორტაჟს.

ბოკერია ამბობს, რომ  ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, შეუძლია საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს. 

ოპოზიციონერი ვარაუდობს, რომ საზოგადოება ამ ამბის გაგრძელებას აუცილებლად იხილავს.

ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრალდებებია სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან.

იმ სამყაროში, სადაც ეს ხდება - გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ევროპა, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით არსებობს კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, როგორც ბრალმდებელს შეუძლია, რომ ეს დამოუკიდებელ სასამართლოში "შეამოწმოს", ისე ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, შეუძლია, რომ ეს საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს ეს ამბავი, ჩვენ ყველანი ვიხილავთ ამ ამბის გაგრძელებას, ალბათ.

ჩემი პერსონალურად და ევროპული საქართველოს კონფლიქტი, დაპირისპირება ბატონ კეზერაშვილთან, ამ სერიოზული ამბის მიუხედავადაც კი არსებობს. ჩვენ, მე ვთვლი, რომ ნებისმიერი მედია-დონორის ან ზოგადად დონორის დიდი გავლენა და ამ ფორმის გავლენა ამ მეთოდებით - კარნახით და რჩევებით - პოლიტიკურ პროცესზე ან პოლიტიკურ სისტემაზე, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არის პრობლემა ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებაშიც". - ამბობს ბოკერია.

დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას  "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.

სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.

"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას  კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.