ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას 18 აპრილს სესიაზე ოფიციალურად მოითხოვს
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას სამშაბათს, 18 აპრილის დაგეგმილ დაგეგმილ სესიაზე ოფიციალურად მოითხოვს - ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრეს.
"გადადეთ ყველს საქმე და მოდით პარლამენტში"- მიმართავენ კოლეგებს ოპოზიციონერი დეპუტატები.
მოსამართლეებთან დაკავშირებული ოპოზიციის დაანონსებული კომისია ერთხელ უკვე ჩავარდა -როდესაც რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში არ მივიდა -მიზეზად კი საზღვარგარეთ ვიზიტი დაასახელა.
კენჭისყრა საგამოძიებო კომისიასთან შექმნასთან დაკავშირებით გაიმართება მორიგ სასესიო კვირაში პირველსავე დღეს, 18 აპრილს. დავუკავშირდებით თითოეულ დეპუტატს ოპოზიციაში პირადად და უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა იყოს პირადად ინფორმირებული და ყველამ შევძლოთ ჩვენი საქმის, რაც არ უნდა გვქონდეს გადადება და სამშაბათს იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ვიყოთ სასესიო დარბაზში. მე იმედი მაქვს, რომ მეათეჯერ არ მომიწევს შალვა პაპუაშვილთან მისვლა და საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის გადადება იმიტომ, რომ ეს რამდენჯერმე გავაკეთე უკვე და ესეც არის ქართული ოცნებისთვის საბაბის მიცემა, რომ თითი გაიშვიროს ოპოზიციისკენ, რომელსაც აქვს საკმარისი მანდატი და ვერ ქმნის საგამოძიებო კომისიას“ - ხათუნა სამნიძე.
თამარ კორძაიას თქმით, ის პირადად დაუკავშირდება კოლეგა დეპუტატებს ოპოზიციიდან და შეახსენებს, რომ 18 აპრილს პარლამენტში უნდა იყვნენ:
არ მჯერა, რომ საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციაში არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და ამ სისტემაში არსებული ხარვეზების სრულყოფილად გამოვლენა ამიტომ ამ კომისიის მიზანი არის სისტემური პრობლემების გამოვლენა იმიტომ, რომ ვინმემ არ ჩათვალოს ან ვინმეს არ დაავიწყდეს ჩვენ დამატებით პასუხისმგებლობას ვიღებთ იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალურად დავუკავშირდეთ. არ გაგვაჩნია სახელმწიფოებრივად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე საგამოძიებო კომისიის შექმნა“ - ამბობს თამარ კორძაია.