თუ ვინმეს სახელი უკავშირდება დანაშაულებრივ საქმიანობას, ეს საკითხი გამოძიებულ უნდა იქნას - კორძაია BBC-ის რეპორტაჟზე
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია BBC-ზე გამოქვეყნებულ სკანდალურ საგამოძიებო რეპორტაჟს ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ვინმეს სახელი და გვარი უკავშირდება დანაშაულებრივ საქმიანობას, ეს საკითხი გამოძიებულ უნდა იქნას.
„ქოლ-ცენტრების საქმიანობა არის დანაშაულებრივი საქმიანობა და თუ ვინმეს სახელი და გვარი უკავშირდება ამას, ეს საკითხი უნდა იქნეს გამოძიებული. მითუმეტეს, როდესაც საერთაშორისო გავლენიანი მედია აქვეყნებს ასეთი ტიპის სტატიებს“ - ამბობს თამარ კორძაია.
დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.
სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.
"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.